ნინო წილოსანი – ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში – ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა

დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში – ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება.
წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
“დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში:
ოზურგეთი- 64,7%, – 23,362 ხმა
ლანჩხუთი- 61 %, – 10,106 ხმა
ჩოხატაური- 67 % – 7,821 ხმა
ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”