თბილისში „გურულების მარში“ მიმდინარეობს

დედაქალაქში, „გურულების მარში“ მიმდინარეობს. მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყო და ისინი პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ.
როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ აღნიშნა, „ამდენი გურული თბილისში რომ ჩამოვა, კარგად არ არის საქმე“.
„ამიტომ, დღეს ბევრი გურული შეიკრიბა. კარგად არ აქვს საქართველოს საქმე, მაგრამ არც ბიძინა ივანიშვილს აქვს საქმე კარგად. მოუწევს მას ამდენი პროფესიის ადამიანს გაუსწოროს თვალი, ყველა კუთხე გამოვა. ჩვენ არ დავიღლებით. გვინდა, საქართველო თავისუფალი იყოს“, – აღნიშნა ლადო აფხაზავამ.
ინფორმაციისთვის, მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები გამართავენ მსვლელობას. ისინი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. მოქალაქეები ახალი არჩევნების დაწესებას და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”