დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელეტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 დეკემბერს, თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ისევე როგორც ეს მოხდა საბანკო სექტორის შემთხვევაში, ადამიანებმა ისარგებლებს პლასტიკური ბარათებით და მიხვდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია – ნინა კობახიძე სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობაზე