სროლა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში – გარდაცვლილია ერთი ე.წ დეპუტატი

აფხაზეთში ე.წ პარლამენტში სროლის შედეგად ერთი ე. წ დეპუტატი ვახტანგ გოლანდია გარდაიცვალა. საავადმყოფოშია გადაყვანილი მეორე ე.წ დეპუტატი კან კვარჩია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში მონაწილეობდა ე.წ დეპუტატი ადგურ ხარაზია.

როგორც ტელეგრამ-არხები წერენ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავდნენ. შელაპარაკება მოხდა ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის, რა დროსაც ადგურ ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კან კვარჩიას ესროლა. არსებული ინფორმაციით ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში აფხაზეთში მომხდარ “გადატრიალებას” სათავეში ერთ-ერთ ლიდერად სწორედ კვარჭია ედგა. თებერვალში კი “ვადამდელი საპრეზიდენტო ” ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას