გაერო-ს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოითხოვს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
„ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციის პროექტის ტექსტი მეტწილად ასახავს რეზოლუციის შინაარს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთმა, პარასკევს ვეტო დაადო. -ის ამ ნაბიჯის შემდეგ არაბულმა ქვეყნებმა გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ჩატარება მოითხოვეს.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იურიდიულად სავალდებულო არ არის, მაგრამ გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასამბლეის გზავნილები და რომ ის მსოფლიოს აზრს ასახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)