დიმიტრი ცქიტიშვილი – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე აქცენტები გავაკეთეთ დაპატიმრებულ, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე – ავტორიტარიზმის უკიდურეს სიღრმეში შევდივართ

აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში ავტორიტარულ დიქტატურას აკანონებს – ავტორიტარიზმის უკიდურეს სიღრმეში შევდივართ, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაგვიჭირდება, თუ ახლა არ გაკეთდა სწორი აქცენტები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებულ „მოცემულობაზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა“.
„მთავარი თემა იყო ის, რაც ქვეყანაში ხდება. მძიმე სისტემური პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც თან სდევს უზარმაზარი დარღვევები ხელისუფლების მხრიდან, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მასიური დაპატიმრებები და ძალადობა პროტესტის მონაწილეებზე. ამაზე ძალიან კარგად არის ინფორმირებული ევროსაბჭოს დელეგაციაც. პრინციპში, ევროსაბჭო თავისი არის ძირითადად არის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველოც არის. ამას ძალიან კარგად აკვირდებიან, ხედავენ და თავის მოსაზრებებს ხვალ დღის ბოლოს უკვე, ძალიან მკაფიოდ წარმოადგენენ.
ჩვენი მხრიდან გავუზიარეთ ის ინფორმაცია და მოცემულობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რაც ჩვენს ხელთ არის. ბუნებრივია, აქცენტები გავაკეთეთ იმ უკანონოდ დაპატიმრებულ, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე იმყოფებიან საპატიმროებში. ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში ავტორიტარულ დიქტატურას აკანონებს. ეს ეხება, როგორც პოლიციის კანონს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ათჯერ, ოცჯერ და ოცდაათჯერ აძლიერებს ჯარიმებს. იქმნება ის სისტემური მოცემულობა, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლება, რეჟიმი პრაქტიკულად, ავტორიტარული სისტემის ყველა ძირითადად ინსტრუმენტს გაამყარებს. ამ მოცემულობაზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმიტომ, რომ ჩვენ ავტორიტარიზმის უკიდურეს სიღრმეში შევდივართ, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაგვიჭირდება თუ ახლა არ გაკეთდა სწორი აქცენტები.
კრიზისიდან გამოსავალი თუ უნდა ხელისუფლებას, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. გაათავისუფლოს პატიმრები, დანიშნოს ახალი ს თარიღი და ის კანონები გაიწვიოს, რომლებიც ანგრევენ ქართულ დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად