კალასი: განვიხილავთ, რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა:
“რა თქმა უნდა ვისაუბრებთ საქართველოზე და იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რათა ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რომ არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტანტების წინააღმდეგ და არ მოახდინოს ზეწოლა ოპოზიციაზე . რათა გავუგზავნოთ მათ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხზე მომავალშიც უნდა ვიმუშაოთ” – ამბობს კაია კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში