2024 წლის 18 დეკემბერს, “ტავ ჯორჯიამ” საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
კომპანიის ინფორმაციით, ყოველწლიურ შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს უკვე ჩატარებული სამუშაოები და იმსჯელეს სამომავლო პროექტებზე, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.
“ტავ ჯორჯიას” წარმომადგენლებმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნეს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეკორდული იყო: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 4,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებელი. ბათუმის აეროპორტს კი 945 000 მგზავრი სტუმრობდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია. „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს თვალსაჩინო ზრდა ხაზს უსვამს ამ ორი აეროპორტის რეგიონულ მნიშვნელობასა და მათ როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე ის პროექტები, რომლებიც “ტავ ჯორჯიამ” 2024 წელს დაასრულა: