რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე 84 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 84 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, 36 დრონი როსტოვის ოლქის თავზე გაანადგურეს, 21 – ბრიანსკის ოლქში, 14 – ბელგოროდში, 6 – ვორონეჟში, სამ-სამი კურსკისა და ტამბოვის ოლქებში, ერთი დრონი კი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ჩაჩანიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში, მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს ხელი ეტყობა