“სალომე არის მეორე ზელენსკი! ეუბნებიან, პრეზიდენტი იქამდე იქნები, სანამ შენი საშუალებით გადატრიალებას არ მოვაწყობთო”- ვატო შაქარაშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროპარლამენტში ეხმაურება და ამბობს, რომ ის მეორე ზელენსკია.

“ქვეყნის ღალატი რამდენიმე ხელმოცარული ევროპარლამენტარის მხურვალე ტაშის სანაცვლოდ! სალომე არის მეორე ზელენსკი! ისიც ვადაგასული პრეზიდენტია და არც არავინ ფიქრობს უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე!

მიდი, მიდი შენ სანამ ბოლო უკრაინელს არ დაგასაფლავებინებთ, იქამდე პრეზიდენტი იქნებიო! სალომესაც ეუბნებიან – ჩვენ თვალში შენ ხარ პრეზიდენტი და იქამდე იქნები, სანამ შენი საშუალებით გადატრიალებას არ მოვაწყობთ და სანამ, შენივე ხელით ომში არ ჩავრთავთ საქართველოსო.

ბრიუსელი ფეხებზე იკიდებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას! საერთოდ არ იმჩნევს 1.120.000 ადამიანს! რა ჰგონიათ, რომ გულხელდაკრეფილი შევხვდებით და შევეგუებით ამ ყველაფერს?! არ იცნობენ საქართველოს! არ იცნობენ ჩვენს ისტორიას!საკუთარსაც კი არ იცნობენ!

არც მტერს იცნობენ! აღარც ღირებულებები ახსოვთ! ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მიმდგარია და დიდი უროთი ანგრევს საკუთარ თავს! ჩვენი ჩაყოლება უნდათ ნანგრევებში, მაგრამ ამას არ დავუშვებთ!!!” – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის