“ვალენსიამ” კატალონიიდან მხოლოდ 1 ქულა წაიღო

ლა ლიგის მეთვრამეტე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ესპანიოლთან“ ქულები გაიყო – 1:1.
სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვეს, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრეს, დარჩენილ დროში ბევრს უტევდნენ, ორი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და ფრეს დასჯერდნენ. ეს ბოლო ოთხ მატჩში ბარახას შეგირდების მოპოვებული პირველი ქულაა.
„ღამურების“ კარს ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ისევ სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა – შეფასებები: sofascore 6.5, flashscore 6.4, whoscored 6.2.
„ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით აუტსაიდერია და 22
დეკემბერს „ალავესს“ უმასპინძლებს.
ესპანიოლი – ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 პუადო (44), 1:1 ლოპესი (47)