“ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია” – ჟოზეფ ბორელი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს

კატასტროფული და აპოკალიფსური – ასე აღწერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას.
დიპლომატი ღაზის დღევანდელ სურათს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას ადარებს.
“ადამიანთა ტანჯვა საერთაშორისო საზოგადოებისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა. დაღუპულთა 60-70% სამოქალაქო პირია. მოსახლეობის 85% იძულებით გადაადგილებულია. შენობების განადგურება ღაზაში… ეს მეტ-ნაკლებად იგივე, ან უფრო მასშტაბურიც კია, ვიდრე – გერმანიის ქალაქების განადგურება მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას“, – ამბობს ბორელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში