ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, – ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოვუსმინე. ჩვენ ქართველ ხალხსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.