ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩარლზ ბრაუნს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დეკემბრის ბოლომდე სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.
ზელენსკის ვიზიტი აშშ-ს კონგრესში უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხზე უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს.
ბაიდენის ადმინისტრაცია თანხების გამოყოფას ითხოვს, რასაც კონგრესის რესპუბლიკელი წევრები ეწინააღმდეგებიან.