ვინ არის პირი, ვინც გიორგი ვაშაძეს თავს დაესხა და რითია დაკავებული შსს?

ტვ პირველის ცნობით, ე.წ. “ტიტუშკის” იდენტიფიცირება, რომელმაც პოლიტიკოსს სახარხნისით დაზიანებები თავის და სახის არეში მიაყენა, აქციის მონაწილეებმა და თავად პოლიტიკოსმა შეძლეს. ირკვევა, რომ ის 48 წლის დავით ედიშერაშვილია. აღნიშნული პირის შესახებ ინფორმაცია მ პოლიციას უკვე მიაწოდა, თუმცა რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს, ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე გამოკითხული არ არის გიორგი ვაშაძეც.
აღსანიშნავია, სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზეც კი არ მივიდნენ, სატელეფონო საუბრისას პოლიცია ვაშაძეს ეუბნებოდა, რომ განყოფილებაში თავად უნდა მისულიყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძეს უცნობი პირი თავს გუშინ საღამოს, მშვიდობიან აქციაზე დაესხა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – წინა აქციებზე იყო 3 მძიმე ინციდენტი, სადაც აშკარა იყო ძალის გადამეტება: როგავას, ახალგაზრდა მამაკაცისა და ხაბეიშვილის შემთხვევები – იყო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ შემთხვევა, რაც არ უკავშირდებოდა ძალოვან სტრუქტურებს