უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრობა მიულოცა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. ზელენსკის თქმით, უკრაინისა და პოლონეთის მომავალი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანობაში, ურთიერთდახმარებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაშია.
“ვულოცავ დონალდ ტუსკს სეიმის მიერ პოლონეთის პრემიერმინისტრად არჩევას. უკრაინისა და პოლონეთის მომავალი ერთიანობაში, ურთიერთდახმარებასა და სტრატეგიულ პარტნიორობაშია, რათა დავამარცხოთ ჩვენი საერთო მტერი. როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ჩვენი ორივე ერის თავისუფლება დაუმარცხებელია. ვაფასებთ პოლონეთის მხარდაჭერას. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და მთელ ევროპას. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და პოლონეთი ერთგულები დარჩებიან გლობალური თავისუფლების დაცვის საქმეში.” – წერს ზელენსკი.
Congratulations to @DonaldTusk on his election as Prime Minister of Poland by the Sejm.
Ukraine and Poland’s future lies in unity, mutual assistance, and strategic partnership in order to defeat our common enemy. When we stand together, both our nations’ freedom is unbeatable.…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 11, 2023