“გადამწყვეტი დრო დგას, ჩვენ ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება” – პრეზიდენტი ევროპარლამენტს

მადლობა, რომ მომეცით საშუალება ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსთვის ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს საშუალება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში დღესდღეობით. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.
ს თქმით:
“გადამწყვეტი დრო დგას, იმიტომ რომ რამდენიმე დღე და თვეა, ჩვენ ფაქტობრივად ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება და ეს, ალბათ, ხსნის იმას, რასაც ჰქვია სიმამაცე, რომლითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავენ – ღრმა უკუსვლას მათ მომავალთან დაკავშირებით, მათ თავისუფლებასთან მიმართებით, დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.” აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი