ეკა ხერხეულიძე: ეს ყმაწვილი (ალექსანდრე წულაძე) ზურაბ ადეიშვილის თანაშემწის თანაშემწე გახლდათ წლების მანძილზე, მუდმივად პირმომცინარი ეგებებოდა ბ-ონ ზურასთან მიმსვლელ სტუმრებს

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს:
ეთენშენ, ეთენშენ!
ძვირფასო ქოცებო, ბ-ნი ბიძინას წინასაარჩევნო დაპირება ხომ გახსოვთ?! მშვიდობა და ნაცების განადგურება… მშვიდობას კი ხედავთ (გაიხედეთ ფანჯრიდან) მეორეს რაც შეეხება, თქვენს რიგებში დაწინაურდნენ.
აი მაგალითად, ეს ყმაწვილი (ალექსანდრე წულაძე) ზურაბ ადეიშვილის თანაშემწის თანაშემწე გახლდათ წლების მანძილზე, მუდმივად პირმომცინარი ეგებებოდა ბ-ონ ზურასთან მიმსვლელ სტუმრებს და როგორც მასპინძელს შეეფერება, არასდროს არაფერი შეშლია გამასპინძლების ამბავში.
აქ გასაკვირი თითქოს არაფერია, რომ არა ის ფაქტი-მაშინდელი ყმაწვილი თანაშემწე, დღეს განათლების მინისტრად დაუნიშნავს ქოცელიტას და თქვენს მტკიცე ქოცურ სიამაყეზე ფეხით შემდგარან. ისიც დიდი მონდომებით ატერორებს ქოც სკოლის დირექტორებს, რომ მათი აღსაზრდელები აქციებზე არ აღმოჩნდნენ.
დაფიქრდი, ქოცო, რამხელა უსამართლობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა