ტიერი მარიანი ევროპარლამენტს – საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას – თბილისის ქუჩებში თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს

საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას. საქართველო დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი მცოცავი აჯანყების თეატრი გახდა, რომელიც ორკესტრირებულია საზღვარგარეთიდან საქართველოს კანონიერი ძალაუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც ევროკავშირის მიერ „წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.
„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს, რომლებიც უდავოდ ისწრაფვიან ესკალაციისა და “მაიდანის” სტილის პროვოკაციებისკენ. თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან, ისინი წინააღმდეგობას უწევენ ძალადობას. ვინც არჩევნები წააგო, ახლა თქვენი მხარდაჭერით ცდილობს ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდებას. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონმდებლობის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, არც საქართველოში და არც რუმინეთში, აღარ სურს, სუვერენიტეტი წაართვან. ევროკავშირი აცხადებს, რომ დემოკრატიის და კეთილდღეობის გარანტია, მაგრამ ის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების წახალისებას ახდენს. ეს ამ ქვეყნის ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე