“ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები!..“- ლევან წულაძე

რეჟისორი ლევან წულაძე „კვირის პალიტრასთან“ გამოთქვამს მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად იქცევიან ხოლმე. მერე გვიკვირს, ეს რატომ მოხდა, გვიჭირს საკუთარი პოზიციის უარყოფა და შემდეგ ეს ყველაფერი უამრავ ადამიანურ და ცხოვრებისეულ დრამას ბადებს. ამიტომ ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები. ვუყუროთ მათ კრიტიკულად! ხომ ხედავთ, სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ ახალგაზრდების შემართება უკვალოდ არ ჩაივლის, მათი ხმა დიდ გამარჯვებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მარტივი საკითხია – ან წინ უნდა წავიდეთ, ან უკან. უკან და აღმოსავლეთია….“- ამბობს ლევან წულაძე.

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ “კვირის პალიტრის“ 16-22 დეკემბრის ნომერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას