ადრე კოლექტიური დასავლეთი ფარულად მოქმედებდა, ახლა ისინი ღიად ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში

ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პროფესორმა ჯეფრი საქსმა, -ღიად დაადანაშაულა, კავკასიის რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში, ადრე კოლექტიური დასავლეთი და ე.წ. deep state- ფარულად მოქმედებდნენ, ახლა ისინი ღიად ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის გადამოწმებას ახდენენ,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ‘
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში საქართველოს არჩეული ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილია, ეს მიუღწეველ მიზნად დარჩება, რადგან ქართველი ხალხი, მათ მიერ გამოხატული არჩევანის და მოქმედი ხელისუფლების ერთგულია.
„ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პროფესორმა ჯეფრი საქსმა, -ღიად დაადანაშაულა, კავკასიის რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში, ადრე კოლექტიური დასავლეთი და ე.წ. deep state- ფარულად მოქმედებდნენ, ახლა ისინი ღიად ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის გადამოწმებას ახდენენ.
ის რაც საქართველოში და რუმინეთში ხდება წარმოუდგენელია, რუმინეთში ს პირველი ტური გააუქმეს(ფაქტების გარეშე) ჩვენთან კი დღემდე რევოლუციის მოხდენის მცდელობა აქვთ. მერე რა რომ საქართველოში არ გაყალბებულა, კარგად ჩატარებული არჩევნებიც კი მიუღებელია, რადგან ხალხის არჩევანი ლიბერალებისთვის მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში საქართველოს არჩეული ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილია, ეს მიუღწეველ მიზნად დარჩება, რადგან ქართველი ხალხი, მათ მიერ გამოხატული არჩევანის და მოქმედი ხელისუფლების ერთგულია,“- წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება