მოვუწოდებ ოცნებას, ეროვნულ დონეზე დაიწყოს დიალოგი რელევანტურ პირებთან – ანა ლიურმანი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ოცნებამ საქართველოში ყველა რელევანტურ პირთან ეროვნული დიალოგი უნდა დაიწყოს.
ამასთან, ლიურმანმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობის მიმართ შეშფოთება გამოხატა.
“შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით რომელიც საქართველოში ვნახეთ. ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ შემაშფოთებელია.
დღეს ვისაუბრებთ საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სადაც დავგმობთ ოცნების ქმედებებს. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებთან დაკავშირებით იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბრუტალურ ძალადობაზე და მიდგომაზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
მოვუწოდებ ოცნებას, დაიწყოს ეროვნულ დონეზე დიალოგი რელევანტურ პირებთან საქართველოში. რადგან აშკარაა, რომ მათი ამჟამინდელი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა ლიურმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე