“ახლა ვართ უპატრონოდ დარჩენილი, ძალიან დიდ საფრთხეში ვართ ჩავარდნილი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას ისაუბრა სამშობლოს სიყვარულზე და დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

როგორც ამბობს მისთვის მთავარი ადამიანის თავისუფლებაა: “ჩემი კონცეფცია არის თავისუფალი ადამიანი. თავისუფლება, როგორც ადამიანის უმაღლესი ფასეულობა, რადგან მხოლოდ ის იძლევა ქვეყნისა და ადამიანის განვითარებისა და წინსვლის საშუალებას. არაფერი ისე არ ფასდება, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი”.

“პირველად ევროკავშირმა შემოიღო სანქციები ევროკავშირის მასშტაბით და გაუუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია იმის გამო, რომ 2011 წელს ჩემი დიდი ძალისხმევით შემოვიდა მიმოსვლა როგორც შესავალი უვიზო მიმოსვლის და ევროკაშირთან ასოცირების. ახლა წაგვართვეს ის, რაც მაშინ მოვიპოვეთ, მაგრამ წაგვართვეს ჩვენ კი არა, წაართვეს ამათ.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ნამდვილად საერთო სახალხო რევოლუცია. თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო, ეს იყო ეროვნული მოძრაობის გამოძახილი, მაგრამ მასშტაბი რაც არის დღეს, აღემატება იმას, რაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს.

მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი. სამშობლოს სიყვარული არის ძალიან ძლიერი გრძნობა. არანაირ სახლებზე, სასახლეებზე ეს არ იცვლება. არანაირ შემოსავლებზე, ფუფუნებაზე, მოგზაურობაზე ეს არ იცვლება. მე გადავდე ჩემი თავი სამშობლოსთვის და სწორედ ამის გამო, სამ წელიწადზე მეტი ხანია, არ მინახავს ცა, მზის სხივი არ მინახავს, არ ჩამისუნთქავს სუფთა ჰაერი.

ჩემი კონცეფცია არის თავისუფალი ადამიანი. თავისუფლება, როგორც ადამიანის უმაღლესი ფასეულობა, რადგან მხოლოდ ის იძლევა ქვეყნისა და ადამიანის განვითარებისა და წინსვლის საშუალებას. არაფერი ისე არ ფასდება, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ვიყოთ ძალიან ფხიზლად. 20 იანვრამდე ისინი შეეცდებიან, ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. ჩვენ ახლა ვართ უპატრონოდ დარჩენილი, ძალიან დიდ საფრთხეში ვართ ჩავარდნილი, სრულიად დაუცველები ვართ. თუკი რაიმესთან გინდათ შედარება, 7 ნოემბერთან კი ნუ ადარებთ, ს შეადარეთ. ახლა, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე.

უნდა დავჩქარდეთ, უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის 20 იანვრისთვის. უნდა გვესმოდეს, რამხელა გამოწვევასთან გვაქვს საქმე და რაზეა ეს ხალხი წამსვლელი. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კარგად ვხედავ საქართველოს, ქართული საზოგადოება დღეს არის ლიდერი, ქართული საზოგადოების თავისუფალი ნაწილი. პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ქართული საზოგადოების გათავისუფალებაში” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა

წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით

ელინა ვალტონენის ყოფნა ცარიელ, უკანონოდ გადაკეტილ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, იყო არადიპლომატიური ნაბიჯი და უდიდესი უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია