“ასე ექცევა სისტემა ადამიანებს… დედამიწის ზურგზე ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ” – დავით ლოლუა

საპროტესტო აქციის დროს გზის მანქანით გადაკეტვის გამო მოქალაქე, დავით ლოგუა პოლიციამ 1 000 ლარით დააჯარიმა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ლოგუა თავადვე ავრცელებს.
“ასე ექცევა სისტემა ადამიანებს, ვინც ცდილობს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება. 1000 ლარი მთლად ჯამაგირი მაქვს, რითაც ვარჩენ ოჯახს ამ ძნელბედობის ჟამს. დედამიწის ზურგზე ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ სისტემა ყელზე იმდენად გვიჭერს, რომ უკვე სუნთქვაც ჭირს. ხან მეტადონშიკებს დაგახვედრებენ, ხან ფინანსურად ცდილობენ გაგტეხონ, არაუშავს, გავუძლებთ. მეტადონშიკებს კარგად ავკენწლავთ და ფულსაც ჩაგირიცხავთ, ოღონდ თქვენს შვილებს არ მოაკლდეს სხვისი უბედურებით ნაშოვნი ჯამაგირი. რუსული რეჟიმის მარცხი და ევროპული არჩევანის გამარჯვება, გარდაუვალია,” – წერს დავით ლოგუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ