სტუ-ს რექტორი ყაველაშვილს: თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს ..

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე:

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, გამთლიანებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერი მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ივლის. გილოცავთ და გისურვებთ ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!