საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული, ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული, ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა, ევროკავშირის გარკვეული ჯგუფების და ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ყალბ რეალობაზე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება შეინიშნება -ის მხრიდანაც, როდესაც ერთი მხრივ, სახელმწიფო მდივანი აკრიტიკებს ქვეყანას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ ანგარიშებს, რომელიც მის განცხადებებს ეწინააღმდეგება.
“ერთ მხარეს დგას გარკვეული ჯგუფი [ევროკავშირის] დეპუტატების, ინტერესების გამტარებლების თუ დამკვეთების და მათ ერთგვარი ყალბი რეალობა აქვთ, მეორე მხარეს დგას თუნდაც ევროკავშირის ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არის ქვეყნის შეფასებები, ის ანგარიშები, რომლითაც რეალურად ფასდება საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირების ნაბიჯები. თუნდაც -დან, ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე რომელზეც გაკრიტიკებს და მეორე ბრიფინგზე წარმოგიდგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა.
ეს ანგარიში რეალურ საფუძვლებზე და ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებებზე. საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაციაც არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული. ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.” – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი