ბენიამინ ნეთანიაჰუ – პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს

პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი განადგურება ეტაპობრივად სურს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„განსხვავება „ჰამასსა“ და პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მხოლოდ ის არის, რომ „ჰამასს“ ჩვენი განადგურება ახლა სურს, ხოლო პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ამის გაკეთება ეტაპობრივად სურს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ომის შემდეგ ღაზას მმართველად პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს