სალომე ზურაბიშვილი – მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის

მადლობა პრეზიდენტ პაველს საქართველოს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
„მადლობა პრეზიდენტ პაველს სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარე კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევ კავშირს აღნიშნავს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ, 12 დეკემბერს დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო