“ახლა ეს ენა თეატრის შენობაში ვეღარ იქნება..ახლა ეს ენა ქუჩაშია გასული და იქ ეძებს თავის გამოხატვის ფორმებს“ – დავით დოიაშვილი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დოიაშვილმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, დაკავებული ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ.

მისი შეფასებით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დიალოგის წარმოება.

“არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პარტიული ნიშნით, არ ერთიანდებოდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოუშვან ეს პატარა ბავშვები.

ხვალ და ზეგ ეს ყველაფერი რომ დასრულდება, მივხვდებით, რომ გავანადგურეთ ეს ჩვენი ოქროს ფონდი. მაგათია მომავალი, მათ უნდა ააშენონ საქართველო.

თუ ამ ადამიანებს მართლა გავუშვებთ და გავანადგურებთ, რისთვის ვარსებობთ უბრალოდ ეგეც არ ვიცი?

დიალოგის გამართვა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ბავშვები გათავისუფლდებიან…

თეატრი არ არის მარტო მსახიობები. თეატრი არის ის ხალხი, ის მაყურებელი და ჩვენ შორის შექმნილი ატმოსფერო, რომელიც ერთად იბადება და რეაგირებს იმ ენაზე, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ..ახლა ეს ენა თეატრის შენობაში ვეღარ იქნება..ახლა ეს ენა ქუჩაშია გასული და იქ ეძებს თავის გამოხატვის ფორმებს,“ – აღნიშნა დავით დოიაშვილმა “ფორმულასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

თითქმის 8 თვე გავიდა არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა

კულტურის ნაკლებობაა, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად, შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული ივანიშვილის ძარცვაში, თუმცა, არც ერთხელ გამოგითქვამს შენი პირადი დამოკიდებულება “სანაქებო” შვეიცარიელი ჯიბგირების მიმართ