მამუკა მდინარაძე – ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, დალაგებულია ყველაფერი და ორბანთან მხარდაჭერისათვის დავდივართ უნგრეთში – ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება, ობიექტურად არ ჩანს.
ამის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, უნგრეთის პრეზიდენტის, ს და უნგრეთის მხარდაჭერა განსაკუთრებულია საქართველოს მიმართ, ამიტომ მათი მხრიდან რისკები ბოლომდე გადაზღვეულია.
„ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ორბანთან [ვიქტორ] ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება. დალაგებულია ყველაფერი და ორბანთან, მხარდაჭერისათვის დავდივართ უნგრეთში და არა არგენტინაში.
არა თუ ჩვენი მიმართულებით შეფერხება, განსაკუთრებული ლობიზმის დონემდეც კი არის აყვანილი ორბანის მხარდაჭერა და მთლიანად ამ სახელმწიფოს მხრიდან, ამიტომ მათი მხრიდან რისკები ბოლომდე არის გადაზღვეული.
თუკი ისინი [ოპოზიცია] ფიქრობენ, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა მოინდომებს, რომ ცალკე პაკეტად გაიტანონ, ამას აქედან უკარნახებენ და მსგავსი მავნებლობები იქნება ჩადებული, თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება, ობიექტურად არ ჩანს“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე მოსაზრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, საქართველო რისკების წინაშე არ დგას.
„უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა. ისინი განსაკუთრებულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს მინიჭების ფაქტს. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან რისკები არის 0-ის ტოლფასი. პრაქტიკულად, ჩვენ რისკების წინაშე არ ვდგავართ, თუკი თეორიული შანსების გაცოცხლება არ მოინდომა ვიღაცამ.
ამ თეორიაში იმ დონემდე შეიძლება შევიდეთ სიღრმეში, რომ რადგან ორბანთან შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, საქართველოზე იძიონ შური და გადაგვივადონ სტატუსის მიღება, ასეთი თეორიული ლოგიკაც კი ხმოვანდება, თუმცა ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის უსამართლობა, რომელიც ერთი წლის წინ განხორციელდა საქართველოს მიმართ, ახლა აღმოიფხვრება“,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც