კაია კალასი – ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს

ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს , – ამის შესახებ ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჩვენ სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისა და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვისთვის დრონებს ამზადებენ. ჩვენი მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის რუსეთის შესაძლებლობები შეიზღუდოს, გრძელდება“, – წერს კაია კალასი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო, რომელიც 54 ფიზიკურ პირსა და 30 ორგანიზაციას მოიცავს. სანქციების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…