წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 13.8 ტონას მიაღწევს – G&T-ის ახალი პროგნოზი

„გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლები $245 მლნ-ს, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 13.8 ტონას მიაღწევს. თუკი სარკინიგზო კომპანიის მიერ ამ მაჩვენებელზე გასვლა მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეოთხე კვარტალში რკინიგზით 3.5 მლნ ტონა ტვირთის გადატანა მოხდება. საპროგნოზო მაჩვენებელი 1 მლნ ტონით ჩამორჩება 2022 წლის შედეგს. გასულ წელს რკინიგზით 14.8 მლნ ტონა ტვირთის მომსახურება მოხდა.