– ტერორიზმის შესახებ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში ობიექტურია და ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია.
“ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვისარგებლებ შემთხვევით – მინდა, გრიგოლ ლილუაშვილს წარმატებული ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”