თეონა აქუბარდია – ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება დადებითი მოვლენაა

ალეკო ელისაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ახლა პროკურატურის მიერ [მოთხოვნის] შეცვლაზეა საუბარი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური.
„ის, რომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ახლა პროკურატურის მიერ შეცვლაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შემთხვევაა, როდესაც ამ ტიპის დანაშაულზე ჯარიმით არის დასრულებული [შემთხვევები].
ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური. მით უფრო, მისი დაკავების, ცემის ფაქტი. შესაბამისად, მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმას, თუ ეს ასე მოხდება”, – განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ, რა დავალებები მოდის

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის – მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს