ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი – დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში – მნიშვნელოვანია, დაძაბულობის განმუხტვა, დიალოგის განახლება და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების სისხლისსამართლებრივი დევნა

ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტუაცია განიმუხტოს და დიალოგი აღდგეს.
„დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იქ დაძაბულობის განმუხტვა, დიალოგის განახლება და ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირის სისხლისსამართლებრივი დევნა“, – აღნიშნა გორდან გრლიჩ რადმანმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამადე.