III კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11%-ით [201 ლარით] 2056 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიურ ხელფასს საქსტატი გადასახადების ჩათვლით თვლის.
რაც შეეხება ბიზნესს სექტორს, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 183 ლარით (9-ით%) 2190 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 500 ლარი, გაიზარდა 17%-ით) სფეროებში ფიქსირდება. საქსტატის მეთოდოლოგიით ბიზნესს სექტორი საფინანსო სფეროს არ მოიცავს.
III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 234 ლარით (15%-ით) 1 813 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
