მაიკ უოლცი: ორბანს რეგულარული კონტაქტი აქვს რუსებთან და კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული ს მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ ში საომარი მოქმედებების გარკვეული შეწყვეტა მთელი მსოფლიოს სურვილი იქნებოდა.
ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უოლცმა ასეთი ზოგადი პასუხი გასცა შეკითხვას, ხომ არ შეიცავდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს შეთავაზება საშობაოდ უკრაინაში ზავის გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის გზავნილსაც.
9 დეკემბერს ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა, 11 დეკემბერს კი ტელეფონით ესაუბრა ს პრეზიდენტ პუტინს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მ უარი თქვა საშობაო ზავის და ტყვეთა მასშტაბური გაცვლის შეთავაზებაზე.
CBS-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანს რეგულარული კონტაქტი აქვს რუსებთან და აშკარად კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
თეთრი სახლის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არ დააკონკრეტა, როგორი იქნება -ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინისადმი და გაიმეორა თავად ტრამპის მიერ არაერთხელ ნათქვამი, რომ მიზანი ომის და სისხლისღვრის შეწყვეტაა.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.