სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას ანტონიუ კოშტამ „კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში“.
„მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილი წერს: „ვესაუბრე პრეზიდენტ კოშტას საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ხაზი გავუსვი, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი ! დამარწმუნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის ეს განცხადება ანტონიუ კოშტამაც გააზიარა პლატფორმა X-ზე.
2024 წლის 16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები.
19 დეკემბერს კი ევროპული საბჭოს სხდომაა დანიშნული.
დღის წესრიგის თანახმად, „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშრის ლიდერებმა შესაძლოა განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის, მოვლენები საქართველოსა და მოლდოვაში“.
საქართველოში მე-18 დღეა, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება – მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებაა, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას