რომელ 17 პოლიტიკოსსა და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები – სია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროვებს 15 დეკემბერს დასანქცირებული პირების – საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისა და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების – სიას.
15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს.
ესენი არიან:
· ირაკლი – „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი
· გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
· – თბილისის მერი, „ქარ
· მიხეილ ჩინჩალაძე – მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
· – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
· ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) – ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული -ის მიერ;
· ირაკლი რუხაძე – „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი;
· ლევან მურუსიძე – მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· ვიქტორ ჯაფარიძე – „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი;
· გიორგი (გია) – ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი.
· დიტო სამხარაძე – პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;
· გოგა ხაინდრავა – ის მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლე ხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“.
· ზვიად შალამბერიძე – პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში; სიაში დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“;
· შალვა თადუმაძე – მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი;
· – პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი;
· ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
· კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
რამდენიმე საათით ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა:
„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და დავამატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი “.
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, – დაწერა მინისტრმა ბუდრისი.
კიდევ უფრო ადრე, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ 2 დეკემბერს დაუწესეს სავიზო სანქციები 11 მაღალი თანამდებობის პირს – ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”