გნაბრის ტრავმა სერიოზულია – “ბაიერნმა” ახალ წლამდე დანაკლისი მიიღო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში “ბაიერნი” გასვლაზე “აინტრახტთან” 1:5 განადგურდა, მაგრამ ეს მატჩი მიუნხენელებისთვის სხვა მხრივაც აღმოჩნდა სამწუხარო.
“რეკორდმაისტერის” შემტევი სერჟ გნაბრი 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, მაგრამ ტრავმა მიიღო და 5 წუთში ისევ შეცვალეს.
ჟურნალისტ კერი გაუს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით, 2-3 თვე გაუცდება.
მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში