პარლამენტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენს

პარლამენტი, მიმდინარე კვირას, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის ბიურომ 12-15 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
მიმდინარე კვირას პარლამენტი ასევე განიხილავს: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ პროექტს, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და სხვა.
პარლამენტის ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“

განათლება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, ის არის რეგიონალური განვითარების მამოძრავებელი ძალა და პირველად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში განათლება ხდება სრულიად უფასო, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია