გრიგორი კარასინი – ძნელი სათქმელია, რით ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი – ასეა თუ ისე, მან გარკვეული დროით მოახერხა თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა, მაგრამ საათი დაჟინებით ითვლის ძალაუფლებისა და პოპულარობის წუთებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, ს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„საქართველოში ზურაბიშვილის ფენომენი დინამიკას იძენს. ახლა ეს ყოფილი მომხიბვლელი ქალი არჩევნებში წაგების შემთხვევაშიც კი უარს ამბობს საპრეზიდენტო პალატის დატოვებაზე. ძნელი სათქმელია, რით ხელმძღვანელობს სალომე. შესაძლოა, მიზანი არის შეურიგებლობის იმიჯის შექმნა და ისტორიაში შესვლა, როგორც დასავლური ღირებულებებისკენ ნებისმიერ ფასად სწრაფვის სიმბოლო“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, გარკვეული დროით, თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა მოახერხა.
„ასეა თუ ისე, მან გარკვეული დროით მოახერხა თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა, მაგრამ ზომების ოქროს წესი არავის გაუუქმებია და საათი დაჟინებით ითვლის ძალაუფლებისა და პოპულარობის წუთებს”, – წერს კარასინი.

ასევე დაგაინტერესებთ