ნანა კაკაბაძე: ვის უნდა მონდომებოდა ასეთ დროს ნაძვის ხესთან ფაშისტური ტექსტების მოსასმენად შვილების მიყვანა?

რომელი მშობელი გარისკავდა სიცოცხლის რისკის ფასად შვილის მიყვანას ნაძვის ხის ანთებაზე, სადაც მოსალოდნელი იყო აგრესიული ბრბოს მხრიდან პიროტექნიკის ცეცხლების სროლა, – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
„გამარჯვება ნაძვის ხეზე
რამდენიმე დღის წინ სუს-მა გამოაცხადა, რომ ნაცები 14 დეკემბერს და წინა დღეებშიც პროვოკაციების მოწყობას გეგმავდნენ და 2-3 კაცის მსხვერპლად შეწირვასაც კი ცდილობდნენ საკუთარი ბინძური მიზნებისთვის. ამავე დღეს გამოცხადდა პარლამენტის წინ განთავსებული ნაძვის ხის ანთების, ტრადიციად ქცეული ცერემონიალი.
ასეთ სიტუაციაში რომელი მშობელი გარისკავდა სიცოცხლის რისკის ფასად შვილის მიყვანას ნაძვის ხის ანთებაზე, სადაც მოსალოდნელი იყო აგრესიული ბრბოს მხრიდან პიროტექნიკის ცეცხლების სროლა, დედების დაბულინგება და შვილებისთვის იმის ძახილი, „გრცხვენოდეთ თქვენი მშობლების“-ო.
ვის უნდა მონდომებოდა ასეთ დროს ნაძვის ხესთან ფაშისტური ტექსტების მოსასმენად შვილების მიყვანა? რით ვერ გავიგეთ, რომ ამ უსამშობლო-ფაშისტებს ნებისმიერი გზით, მხოლოდ ხელისუფლების დაპყრობა აინტერესებთ, ბავშვების სიხარულის განცდაც, ლამაზი ტრადიციებიც და სხვა ყველაფერიც ფეხებზე ჰკიდიათ.
მათ ხომ ბერტოლდ ბრეხტის კავკასიური ცარცის წრეზეც არაფერი გაუგიათ (ან თუ ყური მოუკრავთ, ვერ გაუგიათ), რადგან ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონ ავი დედი-ნაცვლის როლში გამოდიან, რომელსაც არ ესმის ბავშვის ნამდვილი დედის კივილი – „აბა ბავშვს შუაზე ხომ ვერ გავხლეჩ?!“-ო. როდესაც აზდაკი აქეთ დედას აყენებს და იქით დედინაცვალს, მაყურებელიც და მოსამართლეც სწორედ ბავშვის აქეთ-იქით გადაქაჩვის პროცესში რწმუნდება, რომელია დედა და რომელი – დედინაცვალი, რომელმა დაიხია უკან ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რომელი იყო მზად, საკუთარი მიზნის მისაღწევად, ბავშვის სიცოცხლეც გაეწირა. სწორედ ამის დემონსტრირება იყო გუშინდელი საღამო, სადაც ნათლად გამოჩნდა, თუ ვინ იყო ბავშვზე (სამშობლოზე) მზრუნველი ნამდვილი მხარე და ვინ – ყველაფერზე წამსვლელი სისხლმოწყურებული გავეშებული მხარე, რომელიც მზად იყო, საკუთარ მიზანს ბავშვი (სამშობლო) შესწირვოდა. უსამშობლოებმა, ღვთის გამოსახულების, ცეცხლში დამწველმა ფაშისტებმა კი ეს საკუთარ გამარჯვებად მიითვალეს.
ასეთი უგვანონი სისასტიკეების ჩადენას მანამ არ მოიშლიან, სანამ მათ ეს ყოველივე გასდით, მაგრამ გასაკვირი ის არის, ხელისუფლებას დღემდე მაინც რატომ ჰგონია, რომ ეს უსამშობლო-ფაშისტები რამეზე უკან დაიხევენ, თუნდაც ბავშვების ან რომელიმე ადვილად მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებს ოდესმე რაიმე დოზით გაითვალისწინებენ?
ხომ ხედავთ, დღეს როგორ ხარობენ – ნაძვის ხე არ ავანთებინეთ ხელისუფლებას, იქამდე არც მივუშვით მათი „პარტ-აქტივი“ და ესე იგი, გავიმარჯვეთო.
აკერმანის ლექციებით ტვინგამორეცხილი აგრესიული უმცირესობისგან რატომ უნდა ველოდოთ რაიმესთვის (თუნდაც ყველა დანარჩენისთვის ძვირფასის და საკრალურის) ანგარიშის გაწევას? ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ, რომ ბრბოდ ქცეული ადამიანების მასა მხოლოდ ბრბოს ინსტინქტებით მოქმედებს და ყოველ ასეთ მოპოვებულ „გამარჯვებას“ აღტაცებული ყიჟინით აღნიშნავს. ასე ესმით მათ ევროპელობაც და ადამიანის უფლებების დაცვაც.
ჩვენი კი ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ იმისკენ უნდა მივმართოთ, რომ მონობისადმი მიდრეკილ, ჩვენი ერის ამ უმცირეს, დეგრადირებულ, მაგრამ აგრესიულ ნაწილს, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების თვალში, თავი უმრავლესობად არ წარმოვაჩენინოთ“, – წერს კაკაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ