ესტონეთმა და კიდევ 13 პირი დაასანქცირა

ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი . ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
“ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი . ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწერა ჰაცკნამ.
Estonia sanctioned another 14 #Georgian authorities, including Prime Minister Kobakhidze.
The violence perpetrated by the 🇬🇪 authorities against protesters, journalists & opposition leaders is criminal & against human rights.
I call on all EU countries to react & to take actions — Margus Tsahkna (@Tsahkna) December 15, 2024
ეს არ არის ესტონეთის მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირების პირველი შემთხვევა. 1-ელ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს (შს მინისტრი), შალვა ბედოიძეს (შს მინისტრის მოადგილე), იოსებ ჭელიძეს (შს მინისტრის მოადგილე), ალექსანდრე დარახველიძეს (შს მინისტრის მოადგილე), გიორგი ბუთხუზს (შს მინისტრის მოადგილე), ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი), მილერი ლაგაზაურს (“ხარებას” მოადგილე), მირზა კეზევაძეს (“ხარებას” მოადგილე), ვაჟა სირაძესა (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და თეიმურაზ კუპატაძეს (კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი).
გარდა ამისა, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა იგივე მოქმედებისკენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა.
“ქართული ოცნების” მაღალჩინoსნების დასანქცირების შემდეგ, ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა, რომელიც ამ თანამდებობაზე დღეს, 3 დეკემბერს დაინიშნა. მან თეიმურაზ ჯანჯალია ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გადადგა. უწყების განცხადებით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
ამავე თემაზე:
· EU-ის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ, ერთი ქართველიც მოხვდა – იოზვიაკი
· სანქციები: -მა ოცამდე ქართველს სავიზო შეზღუდვა დაუწესა
· “უსამართლო” ქვეყნების სიას აანონსებს
· წუხანდელ აქციაზე, რომელიც კობახიძის თქმით, „ძალადობრივი“ არ იყო, 18 მომიტინგე მაინც დააკავეს
· კობახიძე ადასტურებს, რომ დასავლეთში არჩევნების ლეგიტიმურობა არ უღიარებიათ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს