– კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე, ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს

კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე, კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე – ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, ინსტრუქცია იყო ბავშვებით მისვლა.
„კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე.
ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით.
დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1000 – 1000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500(მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი).
ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები“, – წერს ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)