ჩეხეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა.
პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღის სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტმა სასახლის ეზოში ჯერ ეროვნული ჰიმნები შესრულდა, შემდეგ კი ერთობლივ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.
როგორც მედია აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
პრეზიდენტ, პაველის გარდა სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ, მილოშ ვისტრჩილთან და ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერ, მარკეტა პეკაროვასთანაც გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო