აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაველაშვილს მილოცვის წერილი გაუგზავნა.
“გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას.
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის,”- სწერს ალიევი მიხეილ ყაველაშვილს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია და ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, შესაბამისად, პარლამენტს, ისე როგორც უკვე პრეზიდენტს, ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს.საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა უნგრეთისა.ყაველაშვილის ინაუგურაციას “ქართული ოცნება” 29 დეკემბერს გეგმავს.