ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ხალხის ძალის“ ლიდერ, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მისალოცი ტექსტი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნდა.
„გულთბილად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე“, – წერს ფაშინიანი.
მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვები მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან და ბელარუსის ავტორიტარი ლიდერისგან:
· აზერბაიჯანის პრეზიდენტი : „მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. რათა უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება“.
· ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი .
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
26 ოქტომბერს ჩატარებული ს შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
ფორუმი