მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე „წრეში ბურთს“ თამაშობენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, მომიტინგეთა ნაწილი ამჯერად „წრეში ბურთს“ და ხელბურთს თამაშობს.
დემონსტრანტები ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ს არჩევასთან დაკავშირებით.
ამასთან, აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“; „ხელახალი “ და „თავისუფლება პატიმრებს“.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის იმყოფებიან პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრთან. რაც შეეხება სამართალდამცველებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დგანან მხოლოდ პარლამენტის წინ. ხოლო ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩა თავისუფალია, ორივე ქუჩიდან საპოლიციო ძალები უკვე გაიყვანეს.
საპატრულო პოლიცია დგას ასევე თავისუფლების მოედანზე. ადგილზე ჯერ კიდევ განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.