პოკროვსკზე რუსეთის ჯარების სწრაფი შეტევის გამო უკრაინაში დაჯგუფება “დონეცკის” სარდალი გადააყენეს

უკრაინულ საიტ “უკრაინსკა პრავდასა” და Financial Times-ის თანახმად, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისკენ რუსეთის არმიის ელვისებური წინსვლის გამო პარასკევს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება “დონეცკის” სარდალი ოლექსანდრ ლუცენკო, რომლის ნაცვლად ბრიგადის გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი დაინიშნა.

წყაროს ცნობით, ლუცენკოს მეთაურობით უკრაინულმა ჯარებმა ვერ შეძლეს რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 13 დეკემბრის ცნობაში “დაძაბული უწოდა მდგომარეობას” დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, პოკროვსკისა და ვრემევსკოეს მიმართულებებზე.
სწორედ იქ უყრიან თავს თავიანთ ძირითად შეტევით ძალებს რუსეთის ჯარები. შეტევების მცდელობა ასევე გრძელდება კურახოვოსა და ლიმანის მიმართულებებზე.
მანამდე რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაცხადეს ამ დასახლებების აღების შესახებ. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ალყის თავიდან აცილება, მაგრამ დაკარგეს ტერიტორია კურახოვოს სამხრეთით.
ბრძოლა გრძელდება თავად ქალაქში, გავრცელებული შეფასებით, რუსმა სამხედროებმა მოახერხეს მისი დაახლოებით ნახევრის დაკავება. კერძოდ, აღმოსავლეთ გარეუბანში ოკუპანტებმა კონტროლს დაუქვემდებარეს ელევატორი, რომლის თავზეც რუსმა სამხედროებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.
კურახოვოსა და პოკროვსკის რაიონებში მებრძოლ რუს სამხედროებს დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლამდე 10-15 კილომეტრი აქვთ დარჩენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ